მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. ტერიტორიას სამართალდამცველები ამ წუთებში აკონტროლებენ. მუნიციპალიტეტების შესასვლელებში და გამოსასვლელებში რამდენიმე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ ახალ შემთხვევას უკავშირდება,რომელსაც 90-მდე კონტაქტი დაუდგინდა.