ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

კორონავირუსის გამო, ხვალიდან 20 აპრილის ჩათვლით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

შესაბამის ბრძანებას ხელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა.

ე.წ. პარლამენტმა 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლას მხარი დაუჭირა.

როგორც შამბამ აღნიშნა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრები არ იხურება. ამასთან, არ იგეგმება კომენდანტის საათის შემოღება.