-0.8 C
რუსთავი
მთავარი ყველა პოლიტიკა პრემიერი- მარნეულში საველე ჰოსპიტალი განთავსდება

პრემიერი- მარნეულში საველე ჰოსპიტალი განთავსდება

პრემიერის თქმით, მარნეულში საველე ჰოსპიტალი განთავსდება,ხოლო “ავერსი” მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება.

„კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონი მოთავსებული იყო ამ კლინიკაში. კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე ასევე უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მეორე კლინიკა, „ავერსის“ კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება.

რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველას კარგად გვესმის, ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.

ეს არი სამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ ჩვენ მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, მათ სამოქალაქო თვითშეგნებაზე, ისევე, როგორც იმ სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებში და ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.