რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, ა(ა)იპ “პირველი ნაბიჯი საქართველოსთვის” მე-17 მიკრორაიონში ყოფილი ბაღის შენობის 2 წლის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხზე.
თანხმობის მიცემის საკითხი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლების შენიშვნების ფონზე მიმდინარეობდა.
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საკრებულომ ა(ა)იპ “პირველი ნაბიჯი საქართველოსთვის”უძრავი ქონების გადაცემის საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
საკრებულოზე განხილული სხვა საკითხები, რომელსაც წარმომადგენელი ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მშენებლობის განხორციელების უფლებამოსილებას უკავშირდებოდა. დღევანდელ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა.