რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები სრულად შეიზღუდა. ამის შესახებ tv4-ს კომპანია “ინტერტრანსში” განუცხადეს.
შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსთავი-თბილისის მიმართულებით არსებული 11 ლოტიდან, 6 სამარშრუტო ხაზი მოძრაობდა. შესაბამისად, რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით გუშინდელი დღის ჩათვლით, მხოლოდ ექვსი ხაზი მუშაობდა.დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ყველა მიკროავტობუსი შეზღუდულია.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეჩერებულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.