ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისსა და მარნეულში მობილური ჯგუფები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მოსახლეობის თერმო-სკრინინგს.
მისი თქმით, ამ დროისთვის, 17 ადამიანი იმყოფება საველე ჰოსპიტალში და შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდებათ. მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა, ასევე ერთი მოქალაქე, რომელსაც, მარნეულის საკარანტინ სივრცეში, მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
ხელისუფლების მხრიდან დამატებით კიდევ გამკაცრდა პირობები რაც ითვალისწინებს საღამოს 21:00 საათიდან – დილის 06:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას. განთავსდება დამატებითი ბლოკ-პოსტები, რომლებიც გააკონტროლებენ ადამიანების მოძრაობას.
„გაჩნდება დამატებითი პოსტები რუსთავის გასასვლელში, მინიმუმ ერთ პოსტი, რომელიც გააკონტროლებს ადამიანების მოძრაობას და მათ შორის სამედიცინო კუთხითაც იქნება დაკვირვება.
ჩვენ უნდა შევჯერდეთ, რომ დავიცვათ ქცევის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდემიის შეჩერება შეუძლებელი გახდება. იქნება კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა და დისკომფორტი, ამიტომ უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს. როდესაც საგანგებო მდგომარეობაა და დადგენილია ქცევის სტანდარტი, ამ დროს არაფერია უფრო დიდი მიზანი, ვიდრე ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა და ქვეყნის სტაბილურობა,“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.