რუსთავის საქალაქო სასამართლოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სასამართლოს საჯარო სივრცეები: ფოიე, სასამართლოს მისაღები, კორიდორები, სხდომათა დარბაზები და სასამართლოს დროებითი მოთავსების საკნები სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა.

სამუშაოები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ. 

“სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება. ხელმისაწვდომია ხელის დასამუშავებელი ე.წ. დეზინფექტორები“,- აღნიშნულია მათ მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.