11 და 12 მარტს რუსთავს გერმანიის ქალაქ ჰამბურგის გოგონათა გუნდი, კავკასიაში ორკვირიანი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
ჰამბურგის გოგონათა გუნდი რუსთავში ორი დღით დარჩება და ფოლკლორულ ანსამბლ “თუთარჩელასთან” ერთად კონცერტს გამართავს.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ქალაქს დაათვალიერებენ და რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან. საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, გუნდმა ბათუმსა და თბილისში კონცერტი უკვე გამართა.