გმირთა მემორიალის მიმდებარედ, ამ წუთებში, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი უკიდია.
tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, “შევროლეტის” მარკის ავტომობილი იწვის.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ეკოპაჟია მობილიზებული.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ წუთებში ცდილობენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.









