რუსთავში საკონტროლო პუნქტი მოეწყობა

რუსთავში საკონტროლო პუნქტი მოეწყობა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ -მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით მიიღო. 

“ვითარებას გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. ნებისმიერი მოქალაქეს, ნებისმიერ დროს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი. 

შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულება, ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფოს მოქალაქეს და ამ ქვეყნის  ნებისმიერი სოციალური ჯგუფის მიერ , არის მნიშვნელოვანი,რომ ჩვენ შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი ,რომელიც აქამდე გვქონდა გავაგრძელოთ.

როცა ვამბობთ ,რომ საქართველოში 100 ინფიცირებულია და დაგვეწყო შიდა გადაცემა, იმას ნიშნავს,რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა საზღვრებს, ჩვენ ამ კონტროლს გავაგრძელებთ, მაგრამ პროცესი რომელიც ეხება შიდა გადაცემას, ეს არის საფრთხის შემცველი.ეს ის შემთხვევაა, რომლის კონტროლიც მხოლოდ სახლემწიფო უწყებების მხრიდან უბრალოდ შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა,როცა თანამშრომლობას სახელმწიფო ინსტიტუტებს მოქალაქებს , სახელმწიფოს სტრუქტურებს შორის აქვს დიდი მნიშვნელობა. “-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა