სავაჭრო ცენტრებში 40-მდე მაღაზია პირველ აპრილამდე იხურება

2020 წლის 19 მარტიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კონკრეტული სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურება.

ამის შესახებ ქართული საცალო ბიზნესის ასოციაციის საგანგებო განცხადებაშია  აღნიშნული:

„გვინდა, მოგახსენოთ, რომ ჩვენი კომპანიები წარმოადგენენ და ოპერირებას უწევენ სავაჭრო ცენტრებში ან/და მოლებში განთავსებულ მაღაზიებს.

ვითვალისწინებთ რა, რომ დღეის მონაცემებით ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა, გამოცხადებულია მსოფლიო პანდემია და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი და კოორდინირებული ღონისძიების განხორციელება ვირუსთან საბრძოლველად. ვემორჩილებით რა საქართველოს მთავრობის სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს, თავი ავარიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, ამასთან, ვიჩენთ რა მაღალ საზოადოებრივ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ სავაჭრო ცენტრები და მოლები და მათში განთავსებული ჩვენი ობიექტები წარმოადგენენ კორონავირუსის პოტენციურად გავრცელების კერას, მივიღეთ გადაწყვეტილება, შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 19 მარტიდან, 2020 წლის პირველ აპრილამდე დროებით დავხუროთ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ჩვენი ყველა სავაჭრო ობიექტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მაღაზიებს შორის, რომლებიც დროებით იხურება, არის: „ვაიკიკი“, „ოვსი“, „ტერანოვა“, „პენტი“, „მატალანი“, „კოლეზიონე“, „ბატა“, „ეკო“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „ოკაიდი“, „ჯაკადი“, „პარფოისი“, „ავ ლაბი“, „ლევისი“, „ლი“, „ლაკოსტი“, „გესი“, „მავი“, „ფექტორი“, „ატრიო“, „კიდს გალერი“, „ზარა“, „ბერშკა“, „პულ ენდ ბეარი“, „მასიმო დუტი“, „კოტონი“, „ნორს ფეისი“, „ტიმბერლენდი“, „დიზელი“, „მაგელანი“, „მინიო“, „ართ თაიმი“, „ვაბენე“, „ტრუსარდი“, „ბენე შუზი“, პულ ლავი“, „კელვინ კლაინი“, „ბოგი მილანო“.