რუსთავში, სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო ზონაში გადმოყვანილი მოქალაქეები იტალიიდან და გერმანიიდან არიან. როგორც TV4-ისთვის გახდა ცნობილი, მოქალაქეების რუსთავის საკარანტინო ზონაში გადმოყვანა ორ ეტაპად განხორციელდა.
პირველ ეტაპზე გადმოყვანილი 16 მოქალაქე იტალიიდანაა ჩამოსული, ხოლო მეორე ეტაპად გადმოყვანილი 30 ადამიანი გერმანიიდან.
ამ დროისთვის, რუსთავის საკარანტინო ზონაში სულ 46 ადამიანია მოთავსებული.
შეგახსენებთ, TV4-მა რუსთავში საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა.









