საქართველოში დამზადებულ პირბადეები უფასოდ დარიგდება

 საქართველოში დამზადებული პირბადეები კონკრეტულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ,ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.

“გამოიკვეთება დარგები, რომლებში დასაქმებულებსაც უწევთ სხვა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი. მაგალითად, მებაჟეები, სამედიცინო პერსონალი, მათ შორის შეიძლება იყვნენ მოლარეებიც”, – აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ზოგადად საქართველოში დამზადებული პირბადის ფასს, უწყების განმარტებით, ეს ჯერ განსაზღვრული არაა და დამოკიდებულია პირბადის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ღირებულებაზე, რომელიც ქვეყანაში იმპორტის გზით შემოვა.

 საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე 10-მდე სამკერვალო ფაბრიკამ დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” მიერ წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება.

კომპანია ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე დამზადებულ 500 000 პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს.