საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ამ დროისთვის 30 შემთხვევა ფიქსირდება.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ვებ-გვერდზე აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.









