საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.