საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –  235.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.