საქართველოში კორონავირუსით ინპიცირებულთა რიცხვი 67- მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 67- მდე გაიზარდა. 

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე StopCov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ​67 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კარანტინის რეჟიმშია –4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.