საქართველოში კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 13 გამოჯანმრთელებულია

 საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის  სულ კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  13 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4427 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257.