საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 16-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 534 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276 პირი.