საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდა.  ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 პირი.

შეგახსენებთ, რომ 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.