საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება

საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი  გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 100-მდე ადამიანია ინფიცირებული. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ მდგომარეობის სიმძიმეს, შესაბამისად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში  21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს. 

საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება.საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. 23 მარტს კი, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.