ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გადასახადთან დაკავშირებით შესაძლოა შეღავათები დაწესდეს. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ TV4-ს განუცხადა.
მისი თმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულო უახლოეს მომავალში იმსჯელებს.
“ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკრებულოს დეპუტატებთან კონსულტაციის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს კომისიაზე და შემდგომ ბიუროს სხდომაზე მოხდეს განხილვა საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანასთან დაკავშირებული მოსაკრებლის გარკვეულ პერიოდზე შეღავათის დაწესების. ეს შეეხება ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულ პირებს და ვფიქრობთ ის ვადა, თუ რა თანხით და რა დროით მოხდება მათ გათავისუფლება ამ გადასახადისაგან საკრებულო იმსჯელებს” – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.









