საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული. სპეციალისტების ცნობით, პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაციენტი საჩხერიდან არის და საზღვარგარეთ არ ყოფილა.

საჩხერის საავადმყოფოში აცხადებენ,რომ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ს შეადგენს და არ გაზრდილა. შესაბამისად, სავარაუდოდ საჩხერეში მოთავსებული პაციენტი წინა დღეებში დასახელებულ შემთხვევათაგან ერთ-ერთია.