საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

 საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას სამედიცინო ცენტრიში ადასტურებენ.

აღნიშნულ კლინიკაში გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი, რომელიც ცენტრში მოხვდა, ახალგაზრდა მამაკაცია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი მკურნალობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.