სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო.

ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.