დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებში მარაგებისა და ფასების მონიტორინგის მიზნით, მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებოდნენ.
გარდაბანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სასურსათო მაღაზიებში, მონიტორინგის მიზნით ქ. გარდაბანსა და მიმდებარე სოფლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი იმყოფებოდნენ.
“ფასების მატებასა და მარაგების არსებობაზე შესაბამის უწყებებთან ერთად კონტროლი მაქსიმალურად მიმდინარეობს, ყველა მაღაზიას აქვს მარაგი რაც დახლებზე პროდუქციის დეფიციტის ალაბათობას გამორიცხავს” -განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა
როგორც ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ფასები მხოლოდ რამდენიმე პროდუქტზე შეიცვალა, თუმცა ფასის მატება თითქმის შეუმჩნეველია.