ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-მარნეულში სამედიცინო სკრინინგი 15 000-ს ,ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანს ჩაუტარდა

 ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სამედიცინო სკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმება ბოლნისში 3 400 ,ხოლო მარნეულში 15 000 ადამიანს ჩაუტარდა. 

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საკარანტინო ზონაში მიღებულია 10 000-მდე პირბადე ,რომელიც  უპირველესყოვლისა რისკჯგუფებს დაურიგდებათ. 

“არაფერი დადასტურებული კორონავირუსთან დაკავშირებით არ გვაქვს.მარნეულში 15 000 ადმიანი შემოწმდა, მხოლოდ ოთხ მათგანს ჰქონდა ტემპეარ ყოფილა. 

რაც შემიძლია გითხრათ არის ის სიახლე ,რომ 100 00 ნიღაბი და საჭირო აქსესუარები მივიღეთ განაწილდა მუნიციპალიტეტებში. “-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა.