ჭყონდიდელის დასახლებაში 9 საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადების რეაბილიტაცია ჩატარდება

2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჭყონდიდელის დასახლებაში 9 საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადების რეაბილიტაცია ჩატარდება.

პროექტის ფარგლებში ჯავახიშვილისა და რჩეულიშვილის მიმდებარედ 6 ბინისა და გიორგაძის, ჩაპაევისა და ბარნოვის ქუჩებზე არსებული სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამოვლენილია პრეტენდეტი კომპანია “შაგი”, რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

გასულ წელს ჭყონდიდელის დასახლებაში 10 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია ჩატარდა.