ამირან გამყრელიძე – მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ რეკომენდაციებს

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის პროცესში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ, ექიმები დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას. დარჩით სახლში!“, – მიმართავს გამყრელიძე მოსახლეობას.

ამასთან, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

„დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში“, – აცხადებს პაატა იმნაძე.