ამ წერილის მიზეზი გახლავთ სიკეთე,რომელიც ბევრმა თქვენგანმა უხმაუროდ გააკეთა- რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება მშობლებისთვის მადლობის გადახდის მიზნით, მადლობის წერილს ავრცელებს.
როგორც გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , ზოგიერთმა მშობელმა,ბაღების აღსაზრდელებზე გაცემულ სასურსათო პაკეტზე უარი განაცხადა. გაერთიანების ინფორმაციით, მშობლებმა დახმარებაზე უარი იმ მიზნით განაცხადეს,რომ პროდუქტი მეტისოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს მოხმარებოდათ.
“ძვირფასო მშობლებო!
პირველ რიგში ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და ჩვენს მონატრებულ პატარებს.
ამ წერილის მიზეზიც გახლავთ სიკეთე, რომელიც ბევრმა თქვენგანმა უხმაუროდ გააკეთა.
მოგეხსენებათ,რუსთავის მერიისა და ბაგა-ბაღების ერთობლივი ძალისხმევით ბაღის აღსაზრდელებზე გაიცა სასურსათო პაკეტი, რომლის აღებაზე ბევრმა ოჯახმა უარი თქვა ერთი მიზეზის გამო-რომ ეს პროდუქტი მოხმარებოდა სხვას, ვისაც მეტი სოციალური საჭიროება აქვს…
დიდი მადლობა თქვენ, კეთილო ადამიანებო, ჩვენი და იმ ოჯახების სახელით, ვინც დამატებით მიიღო ის სურსათი, რომელზეც თქვენ უარი თქვით
ჩვენ ვართ იმ ქალაქის მკვიდრნი, სადაც სიკეთე ცხოვრობს და მას თვენი სახელიც ჰქვია.”-ნათვქმია გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.