კანის გზით კორონავირუსი ორგანიზმში არ ხვდება, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„თუ ჩვენ დაბინძურებულ ხელს თვალთან, ცხვირთან ან პირთან არ მივიტან, ვირუსის გადაცემის შესაძლებლობა ნულია. ამიტომ სამედიცინო ჰიგიენა, საპნით 20 წამი ხელის დაბანა ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუ ეს ჩვენ არ გავაცნობიერეთ, ჩვენ რაც არ უნდა საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება მოგვიწიოს მაინც შეუძლებელი იქნება ამ ინფექციის კონტროლი“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
საქართველოში კორონავირუსი 497 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში – 5107 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 534 ადამიანი რჩება.