ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში 252 საკვლევი მასალა გადაიგზავნა. 252 პირის ტესტის პასუხები კორონავირუსზე დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
რეგიონის წითელ ზონაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 52 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბოლო ოთხი შემთხვევიდან ორი სამედიცინო კლასტერს უკავშირდება, ორი შემთხვევა კი სოფელ სავანეთის ოჯახურ კლასტერთან არის კავშირში.
პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ კონტაქტები ფაქტობრივად არ აქვთ.ჯამში ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 52 ბოლნისი წითელ ზონას უკავშირდება. კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება მარნეულში, რუსთავში კი უცვლელად ვირუსით ინფიცირებულია 8 ადამიანი.