ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე მუნისიპალიტეტის მასშტაბით სულ 5 გამოჯანმთელებული ადამიანია.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, ბოლნისში კორონავირუსი დღეს კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა.
“ექვსი ახალი ფაქტი დადასტურდა ბოლნისში,არის ოჯახური კლასტერები, დადგენილია კონტაქტები და აქ ნაკლები რისკია. მუდმივ რეჟიმში მუშაობა გრძელდება, მიზნობრივი ტესტირებები ნიშნავს,რომ სადაც მომატებული რისკ-ჯგუფია, მუდმივ რეჟიმში დიდი ოდენობით მიდის ლაბორატორიაში”,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 269 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში, 86 – საკარანტინო რეჟიმში. ამასთანავე, 19 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, ბოლნისში 910 საკვლევი ნიმუშია აღებული.