ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციაში საფეხბურთო კლუბი „სიონი“ ჩაერთო. კლუბის ფეხბურთელებმა და ადმინისტრაციამ საკუთარი სახსრებით 40 სასურსათო პაკეტი შეიძინა და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს გადასცა.

შეგახსენებთ, ბოლნისში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 93-მდე გაიზარდა.