ბოლნისში COVID-19-ზე ტესტის პასუხს 164 ადამიანი ელოდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსზე საკუთარი ტესტის პასუხს 164 ადამიანი ელოდება. ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავილი.

ამ დროისთვის ბოლნისში, კორონავირუსის 58 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ორი გამოჯანმრთელებულია, ორი კი –  გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში 392, ხოლო კარანტინში 86 ადამიანი იმყოფება.

პარალელურად, ამ ხნის განმავლობაში,  ბავშვთა კვებით უზრუნველყოფილია 30 ოჯახი, ხოლო სურსათით დახმარება 6 472 ოჯახს გაეწია.

ასევე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მერიის შენობაში, ბენზინგასამართ სადგურებსა  და დაინფიცირებულთა სახლებში.