ბოლნისში COVID-19-ით სამედიცინო სფეროს 5 წარმომადგენელი დაინფიცირდა

ბოლნისში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  TV4-ის ინფორმაციით, ხუთივე კოვიდინფიცირებული პაციენტი სამედიცინო კლასტერს უკავშირდება და ისინი თვითიზოლაციაში ,ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. 

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 93-მდე გაიზარდა. 

COVID19-ის ახალი შემთხვევები ქვემო ქართლში

🔉ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 137-მდე გაიზარდა🔉ახალი შემთხვევები ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში დაფიქსირდა🔊უახლესი ინფორმაცია რეგიონიდან #ქვემოქართლი #რეგიონი #ქვემოქართლშისახელმწიფორწმუნებული #COVID19

Geplaatst door TV4.ge op Dinsdag 28 april 2020