გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სურსათითა და ჰიგიენური საშუალებებით დახმარების, მესამე ეტაპს ახორციელებს.
პირველადი საჭიროების სამომხმარებლო კალათა ამ ეტაპზე 1 500 შეჭირვებულ ოჯახს გადაეცემა. მოწყვლადი კატეგორიის დახმარების პროცესში პირადად ჩაერთო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ დრომდე პირველადი საჭიროების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები 3 100 ოჯახს გადასცა. ბოლო მონაცემებით კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დახმარება, 4 600-მა ოჯახმა მიიღო.









