ბოლნისში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შესახებ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ინფორმაციას ავრცელებს.
მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, დაზუსტებულია,თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებს საშვის გარეშე ავტომობილებით გადაადგილება.
” 27 აპრილიდან , ჩვენი კარანტინის ზონაში (ბოლნისი), მოქალაქეებისთვის (საშვის გარეშე) ავტომობილით გადაადგილება დაშვებული იქნება სურსათის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სხვა გადაუდებელი საჭიროებებისთვის, შესაბამისი რეგულაციების დაცვით.
ამასთან, დაკეტილ დასახლებულ პუნქტებში, შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური საშვით.
საქალაქთაშორისო სატრანსპორტო გადაადგილებაზე ორი დღით შეზღუდვის მოხსნა ჩვენს მუნიციპალიტეტს არ შეეხება.
მკაცრი კარანტინის ზონიდან გასვლა დასაშვებია, მხოლოდ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლით, შესაბამისი სპეციალისტების მონიტორინგით.”-ნათქვამია მაჟორიტარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, გოგი მეშველიანი, ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის
“Yüngül nəqliyyat vasitələrinin hərəkəti haqqında.
🔴 27 apreldən bizim karantinin zonamızda (Bolnisi) vətəndaşlara avtomobillə (icazəsiz) yalnız müvafiq qaydalara uyğun olaraq, ərzaq, tibbi ləvazimatlar və digər təcili ehtiyaclar üçün hərəkət etməyə icazə veriləcəkdir. Bununla yanaşı qapalı yaşayış məntəqələrində giriş yalnız xüsusi vasitələrlə mümkündür.
🔴 Şəhərlərarası nəqliyyatda iki günlük məhdudiyyətin qaldırılması munisipalitetimizə şamil edilmir. Ciddi karantin zonasını tərk etmək yalnız iki həftəlik məcburi karantindən keçdikdən sonra müvafiq mütəxəssislərin nəzarəti ilə mümkündür.”