ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდიანრე პროცესი ამ ეტაპზე მართვადია.
„არის პატარა მწვერვალები, როდესაც ჩვენ გვაქვს დღეში დაინფიცირებული და იდენტიფიცირებული პაციენტების რაოდენობა – 14, 18, 11, მაგრამ ასევე გვაქვს დღეები, როდესაც საერთოდ არავინ ფიქსირდება. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ამ ეტაპისთვის პროცესი ჯერ კიდევ მართულია. თუმცა სიფხიზლე და მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად უფრო გაუმჯობესება – ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რადგან ის სტატისტიკა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გაუარესდეს და პროცესის დინამიკაში მართვა შევძლოთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.