ვერეს ხეობაში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა

თბილისში, ვერეს ხეობაში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.