პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის ცნობით, 62 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვითი სუნთქვიდან მოიხსნა, სტაბილურია.
მისი თქმით, ამ ეტაპამდე მძიმეა, 80 წლის ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა, თუმცა ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია.
„ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები, ამ ეტაპამდე ჩვენი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია. პაციენტი, 62 წლის ქალბატონი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია დაახლოებით 10 დღის წინ, მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური, კონტაქტურია…
რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას – პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან მეანგინეკოლოგიურ სამსახურში, ორი ორსული ქალბატონია, აქედან პირველი არის 22 კვირის, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ამ ეტაპზე შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას; მეორე ორსული არის რვა კვირის, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება”,- განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ცნობით, ამ ეტაპზე 62 პაციენტი იმყოფება, აქედან 38 დადასტურებული ახალი კორონავირუსის შემთხვევაა. დანარჩენი პაციენტები კი ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტისრების პასუხებს ელოდებიან.









