მარინა ეზუგბაია-ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი თუ არ დაგვემატება,პიკურ მდგომარეობას ავირიდებთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში თუ ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტზე მეტი არ დაემატება, შესაძლოა, ქვეყანამ პიკური პერიოდი თავიდან აიცილოს.

„ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური მატება ასეთია, 7, 14, შემდეგ ისევ 8, 15. საშუალო მაჩვენებელი რომ გადავიანგარიშე  ერთი კვირის განმავლობაში, დღეში 10 პაციენტი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობა აგვშორდება“ , –  განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-ს აღწევს. მათგან გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი, გარდაცვლილია 3 ადამიანი