მარნეულში, საკარანტინო ზონაში ჩარჩენილ მოქალაქეებს ,რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ, კარანტინისთვის განკუთვნილი ვადა შეუსრულდათ და სივრცეს მათი ნაწილი დღეს დატოვებს.
როგორც მხარის პირველმა პირმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, დღეს მარნეულში საკარანტინო სივრცეს 27 ადამიანი დატოვებს, ხვალ 55 პირი.
“სისტემა მუშაობს გამართულად, კარანტინიდან პიკური რაც იყო, მარნეულში დღეს 27 ადამიანი გადის, ხვალ 55. ის ჩარჩენილი მოქალაქეები, ვინც იყვნენ, ვადა გავიდა კარანტინის და თვითმმართველობის რესურსით უზრუნველვყოფთ მათ სახლებში დაბრუნებას. სკრინინგი დღეს მთავრდება ბოლნისში, რაც შეეხება ჩაკეტილ სოფელს, იქ 6-დან დაიწყება და 10 აპრილს იქნება მეორე ეტაპი თერმოსკრინინგის”-განაცხადა მხარის პირველმა პირმა.









