მარნეულში, სადაც გუშინ რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების მოთხოვნით აქცია გამართა, დღეს 8 სატვირთო მანქანა შევა.-ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა,ზაურ დარგალმა განაცხადა.
მარნეულის მერის ინფორმაციით, მოსახლეობის დახმარების საკთხში სოფლის მეურნეობის სამინისტროც არის ჩართლი ,რაც სისტემატურად გრძელდება.
„მოსახლეობას მოსავლის გატანაზე აქტიურად ვეხმარებით, დღეს სოფლებში მინიმუმ, 8 ათტონიანი მანქანა შევა, რათა პროდუქციის გატანა მოხდეს. ამ ყველაფერში, რომ მოსახლეობის პროდუქცია რეალიზაციაში გავიდეს, მაქსიმალურად ვართ ჩართულები. ეს პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროც აქტიურადაა ჩართული, რომ ხალხს მოსავლის გატანის პრობლემა არ ჰქონდეს“, – განაცხადა დარგალმა.
ცნობისთვის, 22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები აცხადებდნენ,რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა.