მარტყოფის მამათა მონასტერში სასულიერო პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

მარტყოფის მამათა მონასტერში 6 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

სასულიერო პირების თვითიზოლაციაში გადასვლის საკითხი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დადგა.

ჯერჯერობით უცნობია, ჩაუტარდება თუ არა სასულიერო პირებს ვირუსზე ტესტირება.