მეოცე მიკრორაიონში აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდული აქვთ. ამის მიზეზი გუშინ დაფიქსირებული ავარიული გათიშვაა. როგორც კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზში” TV4-ს განუცხადეს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდული აქვს სრულად მეოცე მიკრორაიონს და გაზის მიწოდება საღამოს 18:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.
ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს დღეს დილიდან შეეზღუდათ.









