მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოყო

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. 

ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.