დღემდე, მსოფლიოში, კორონავირუსით 2 481 866 ადამიანი დაინფიცირდა, 170 455 კი – გარდაიცვალა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ დღე-ღამეში კორონავირუსი 28 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და დაავადებულთა რაოდენობა 800 ათასამდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რიცხვი აშშ-ში უკვე 42 500-ს აღემატება.
სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლით, ევროპაში პირველ ადგილზე საფრანგეთი იმყოფება. გასული 24 საათის განმავლობაში, საფრანგეთში covid-19-ს 547 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 20 300-ს მიაღწია.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის 5 ქვეყნის შემდეგ, ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთში ფიქსირდება. აქ ერთ დღეში 4 676 ადამიანი დაინფიცირდა, 123 კი დაიღუპა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.