რას ასახავს ღამის ცაზე ერთ რიგად მოძრავი მანათობელი წერტილები ?! – ეს არის თანამგზავრული ინტერნეტის ეპოქის მოახლოების მაუწყებლები ცაში.
2015 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა წამოიწყო პროექტი — ინტერნეტი მთელ დედამიწას, პირდაპირ კოსმოსიდან. პროგრამას მასკმა Starlink-ი უწოდა და მას მისი კომპანია, „სფეის იქსი“ ახორციელებს.
მასკის განცხადებით, მისი მიზანია, უახლოეს ხანებში Starlink-მა ინტერნეტი მიაწოდოს დედამიწის ისეთ რეგიონებს, სადაც ინტერნეტი აქამდე არასოდეს ყოფილა.
SpaceX-ის პროექტი “Starlink”, რომელიც გლობალური, თანამგზავრული ინტერნეტის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, მიმდინარე წელს ამოქმედდება. ამ დროის მონაცემებით, SpaceX-ს დედამიწის ორბიტაზე 360 თანამგზავრი აქვს გაშვებული.
პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ეტაპობრივად გაეშვება 40 000 ხელოვნური თანამგზავრი, რომლებიც ინტერნეტით მთელ პლანეტას დაფარავენ და ამ მხრივ გაცილებით გადააჭარბებენ თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამად მოქმედ ნებისმიერ პროვაიდერს.
აღსანიშნავია, რომ Starlink-ი წარმოუდგენლად დაეხმარება დედამიწის მიუწვდომელ დასახლებებს, სადაც ინტერნეტი არ არის და შეიძლება, ახლო მომავალში არც ყოფილიყო.