რა პირობით შეძლებენ ჟურნალისტები დაკეტილ ქალაქებში გადაადგილებას

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ჟურნალისტები საქალაქთაშორისო მიმოსვლას პირადობის მოწმობისა და სამსახურებრივი საშვების საფუძველზე შეძლებენ.

“ჟურნალისტები (ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი, მძღოლები), რომლებიც ცხოვრობენ თბილისს მიღმა, მაგალითად მცხეთაში, საგურამოში, რუსთავში, დღის საათებში შეუფერხებლად შეძლებენ თბილისში შემოსვლა-გასვლას პირადობის მოწმობისა და სამსახურებრივი საშვების საფუძველზე.

რაც შეეხება ღამის საათებში მოძრაობას, ამისთვის დამატებით საჭიროა, ეს პირები ფიქსირდებოდნენ ელექტრონულ ბაზაში, რომელიც შედგა კომენდანტის საათში გადაადგილების უფლების მისაღებად”,-აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილიდან 21:00 საათიდან, ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში, 10 დღის განმავლობაში ყველა სახის გადაადგილება (როგორც შესვლა, ასევე გამოსვლა) აიკრძალება.

წყარო: “აიპრესი”